საქართველო, რომელიც თავისი ისტორიით დასავლეთ ევროპის ისტორიის ნაწილია, კულტურულად და ინტელექტუალურად მოიაზრება, როგორც დასავლური ქვეყანა. 2013 წლის ბოლოს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ემსახურება, და ასოცირების შეთანხმება, რომელსაც 2014 წლის აგვისტოში უნდა მოეწეროს ხელი, ხაზს უსვამს ამ კონფერენციის აქტუალურობას.

ინტერდისციპლინარული კონფერენცია “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ უნივერსალური ღირებულებების გავრცელებას, რომელთა მატარებელიც ევროპაა, და განიხილოს ეროვნული იდენტობის საკითხი.

მოხსენებების და მოხსენებათა შემდეგ გამართული დებატების დროს განხილული თემები ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების ინფორმირებას, მის მოდერნიზებას და საშუალებას მისცემს ქართულ საზოგადოებას, გაცნობიერებულად შეაჩეროს არჩევანი ევროპაზე.

მულტიდისციპლინარული არჩევანი, რომელიც სხვადასხვა თვალთახედვის სპეციალისტებმა გამოხატეს, გამოკვეთს თითოეული მომხსენებლის აზროვნების სპეციფიკურობას, განსაკუთრებით კი გამოკვეთს ევროპული სქემის ერთიან ხედვას : ეს ის ხედვაა, რომელიც ქადაგებს ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანური ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, ხედვა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, უმცირესობათა უფლებებს, და რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ განვითარდეს დემოკრატიული საზოგადოება, თუმცა კი ისე, რომ ამას არ შეეწიროს ეროვნული იდენტობა.

კონფერენცია ჩატარდება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მის.: ი.ჭავჭავაძის №1 0179 თბილისი