საორგანიზაციო კომიტეტი


კონფერენცია ტარდება შემდეგი ორგანიზაციების მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით :
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს, მაშინ როდესაც ფრანგულ მოდელზე დაიწერა საქართველოს ახალი რესპუბლიკის კონსტიტუცია. უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაა, იგი მუდამ იყო და კვლავაცაა მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშემწყობი. დღიდან დაარსებისა, უნივერსიტეტის კედლებში არაერთი საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენცია გამართულა. სწორედ საფრანგეთთანაა დაკავშირებული საქართველო ევროპული კულტურის აქტიური პოპულარიზაციით, რასაც ხელს უწყობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი. უნივერსიტეტმა და “საფრანგეთის ქართველთა ასოციაციამ“ 2007 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
AUF (“ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო“) “ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო“ (AUF), რომელიც დაარსდა 1961 წელს, რათა ფრანგულენოვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობითი კავშირი დაემყარებინა, მსოფლიოში უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანებაა, რომელიც მოიცავს 776 წევრ დაწესებულებას 98 ქვეყანაში. სააგენტო აერთიანებს ხუთი კონტინენტის უმაღლეს სასწავლო და კვლევით ინსტიტუტებს, რომელნიც ფრანგულ ენას იყენებენ, როგორც სწავლებისა და კვლევის ენას. 2005 წლის ფრანკოფონიის ქარტია ფსს-ს განსაზღვრავს, როგორც ფრანკოფონიის ინსტიტუტს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის იურიდიული სტატუსით სარგებლობს. თბილისის ფრანკოფონული ციფრული ცენტრი 2005 წლის 6 სექტემბერს გაიხსნა.
ევროკავშირი ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც შედგება 28 წევრი ქვეყნისგან, და რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წლის 7 თებერვალს მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერით. ევროკავშირი, რომლის მთლიანი მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, მსოფლიოს პირველი ეკონომიკური სახელმწიფოა და მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 25 %-ს აწარმოებს. ევროკავშირი გახლავთ ასევე ახალი სახის წარმონაქმნიც, რომელშიც ერთმანეთს ეხამება ერთსა და იმავე დროს ფედერაციისა და კონფედერაციის ნიშან-თვისებები, წარმოდგება რა ამასთანავე ევროპული მოქალაქეობის გარანტად.
საფრანგეთის ქართველთა ასოციაცია 1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაპყრობიდან მალევე, ქართველი პოლიტიკური დევნილები საფრანგეთში აარსებენ “ქართველთა საზოგადოებას“, რომელიც ქართული სათვისტომოს ბირთვი იყო. სწორედ საფრანგეთში _ იმ ქვეყანაში, რომელიც ქართველი დევნილებისთვის ყველაზე კარგად განასახიერებს თავისუფლების სულისკვეთებას, რომელსაც ინარჩუნებენ _ გადაწყვეტს ბრძოლის გაგრძელებას ქართული მთავრობა, პოლიტიკური, კულტურული, სამხედრო და ინტელექტუალური ელიტა და პოლიტიკოსთა მცირერიცხოვანი ჯგუფი. “საფრანგეთის ქართველთა ასოციაცია“, რომელიც შედგება მესამე თაობის წევრებისგან, ქართული წარმოშობის ფრანგებისგან, რომელსაც შეუერთდნენ ახალი ქართველი ემიგრანტებიც, დღესაც, 90 წლის შემდეგაც, ამავე პრინციპების ერთგული რჩება.
Georgia Proeuropa ასოციაცია აქტიურ მონაწილეობას იღებს ევროპაში საქართველოს კულტურული, პოლიტიკური და დემოკრატიული ინტერესების პოპულარიზაციის საქმეში.

კომიტეტის წევრები:

პროფ. ვლადიმერ პაპავა, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
ოთარ ზურაბიშვილი, საფრანგეთში ქართველთა ასოციაციისა და Georgia Proeuropa-ს პრეზიდენტი;
პროფ. ნანა გუნცაძე, რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი, ფილოლოგიის დოქტორი;
პროფ. ლევან ალექსიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი;
პროფ. მარინე ჩიტაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
პროფ. დარეჯან თვალთვაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიევერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი;
დავით ჩომახიძე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
პროფ. გიორგი ეკიზაშვილი, რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი, ფრანგული ლიტერატურის პროფესორი;
პროფ. ციური ახვლედიანი, რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
პროფ. ნანა მაჭარაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
თამარ ებრალიძე, თსუ გამომცემლობის დირექტორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
პროფ. ზურაბ გაიპარაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
თამარ ღარიბაშვილი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენელი თბილისში;
პროფ. ილია გასვიანი, რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი;
ნინო რევაზიშვილი, რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტი;
თეა გერგედავა, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გიორგი ღვედაშვილი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი;
ნანა მამაგულაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ირაკლი საღარეიშვილი, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ნუნუ ოვსიანიკოვა, კანცელარიის უფროსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ტარიელ ზარანდია, ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გიორგი ტალახაძე, მატერიალურიი რესურსების დეპარტამნეტის უფროსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
არჩილ კუკულავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;