რეგისტრაცია

მონაწილეობის პირობები შემდეგია :
• მაქსიმუმ 300-სიტყვიანი რეზიუმე, ფრანგულად ან ქართულად, ელექტრონული ფოსტით უნდა გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე : georgie.europe.2014@gmail.com ავტორებს ვთხოვთ მიუთითონ საკონტაქტო მონაცემები და ის ორგანიზაციები, რომელთაც წარმოადგენენ ;
• ზეპირი მოხსენება (ხანგრძლივობა 30 წთ : პრეზენტაცია 20 წთ და კითხვა-პასუხები 10 წთ) ;
• პრაქტიკული სამუშაოს პრეზენტირების სახელოსნო (ხანგრძლივობა 20 წთ, რამდენიც არ უნდა იყოს სიტყვით გამომსვლელთა რაოდენობა, მონაწილეები შეზღუდულია <20-მდე) ;
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების წინასამუშაო განრიგი
 • 2014 წლის 28 მარტი : მოხსენებათა რეზიუმეების გამოგზავნის ბოლო ვადა ;
 • 2014 წლის 31 მარტი - 9 აპრილი: შემოსულ წინადადებათა განხილვა სამეცნიერო კომიტეტის მიერ;
 • 2014 წლის 15 აპრილი: პასუხები გამოქვეყნდება საიტზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 მარტი!
 სამუშაო ენები:
 - ქართული ენა;
 - ფრანგული ენა.
მოთხოვნები რეზიუმეების მიმართ:
• არ მიიღება წარსულში გამოქვეყნებული ან რომელიმე გამომცემლობაში გამოსაქვეყნებლად უკვე წარდგენილი რეზიუმე;
• აუცილებელია რეზიუმე შეიცავდეს კვლევის მიზანს და ამოცანებს, გამოყენებული მასალისა და მეთოდების აღწერილობას, შედეგებს და დასკვნებს;
• რეზიუმეში სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა : 300.
რეზიუმეებს შეისწავლის სამეცნიერო კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია ქართველი და ფრანგი სპეციალისტებისგან (დაახლ. 10 წევრი).
სამეცნიერო კომიტეტის საზღვარგარეთ მცხოვრებ წევრთა მგზავრობის ხარჯებს, ისევე როგორც მათი დაბინავების ხარჯებს, თავის თავზე იღებს მომწვევი ორგანიზაცია ;
მონაწილეობის საფასური:
საფასურში შედის ჩაწერა, შესვენება (coffee break), ვახშამი დახურვის საღამოს, კონფერენციის მასალების დაბეჭდვა :
• 50 ევრო უცხოელი მონაწილეებისთვის ;
• 30 ევრო ადგილობრივი მონაწილეებისთვის ;
• 15 ევრო მაგისტრანტებისა და ახალგაზრდა დოქტორანტებისთვის.

აპლიკაციის ფორმა