კონფერენციის თემატიკა


• ევროპული იდენტობა: სოციალური და პოლიტიკური ღირებულებები (ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობათა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ქსენოფობიის სტრუქტურა, კანონი ჰომოფობიის წინააღმდეგ) (სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) ;
• ფილოსოფია და საზოგადოება: პრაგმატული ანთროპოლოგია და დისკურსი სამართლიან საზოგადოებაზე. ღირსება, როგორც ჰუმანისტური ფილოსოფიის ფუნდამენტი (ფილოსოფია) ;
• სამართლიანი საზოგადოების ევროპული მოდელი და დემოკრატიული ინსტიტუტები. ადამიანის ღირსება და სამართალი: ადამიანის უფლებების განვითარება და სამართლის ფილოსოფია (სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები) ;
• ჰუმანიზმი და თანამედროვეობა: ლიტერატურა და კულტურა. კულტურული ღირებულებები: თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ინტერკულტურული დიალოგი. კულტურა და რელიგია (კულტურის კვლევები და რელიგიის ისტორია) ;
• ევროპული ლიტერატურა და ევროპული ღირებულებები: განმანათლებლობის ეპოქიდან თანამედროვე დემოკრატიამდე. ამბოხი და ადამიანის ღირსება (ლიტერატურა) ;
• ლინგვისტური და ლიტერატურული პარადიგმები. კავკასიის ხალხთა ლინგვისტური და კულტურული ასპექტები (ლინგვისტიკა) ;
• ევროპულ ღირებულებათა როლი ეროვნული იდენტურობის ჩამოყალიბებაში (ისტორია) ;
• რუსეთის სახელმწიფო და მისი საგარეო პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში (ისტორია) ;
• ევროკავშირი და ეკონომიკური პოლიტიკა : ევროპის თანამეგობრობა ეკონომიკური მოდერნიზაციის გზაზე. რეფორმები საქართველოში (ეკონომიკური მეცნიერებები) ;
• საქართველო და ევროპული ეკონომიკური პროცესები (ამჟამინდელი ეკონომიკური ურთიერთობები, განვითარების გზები, ნორმები და შეზღუდვები) (ეკონომიკა) ;
• ევროკავშირი და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები (საერთაშორისო ურთიერთობები) ;
• საქართველო და ევროპასთან დაახლოების პროცესი (აღმოსავლური პარტნიორობა, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, მიმდინარე შეთანხმებები) (პოლიტოლოგია) ;
• ევროპა და ჰუმანიტარული ურთიერთობები (მიგრაცია, ტურიზმი, საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები და აღზრდა-განათლება) (სოციოლოგია) ;
• ევროპა რუსულ-ქართულ კონფლიქტში (ევროპის ჩარევა კონფლიქტის დროს: ცეცხლის შეწყვეტა, ევროპელი დამკვირვებლები, ევროპის პოლიტიკა კონფლიქტის შემდეგ) (პოლიტიკის მეცნიერება) ;
• ევროპული მოდელი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში (არჩევნები და სადამკვირვებლო მისიები, პლურალიზმი და დემოკრატია (პოლიტიკის მეცნიერება) ;

პრაქტიკუმი

როგორ ვისწავლოთ ევროპულ უნივერსიტეტში;
როგორ ვიმუშაოთ ევროპულ ქვეყანაში;
სამრეწველო საქონლის იმპორტის ნორმები და შეზღუდვები;
სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის იმპორტის ნორმები და შეზღუდვები;
იმპორტი: საბაჟო შეზღუდვები და გადასახადები;
ევროპის დახმარება კულტურის სფეროში: კინო, ხელოვნება, საგამომცემლო საქმე;
ევროპული დაფინანსება და საზოგადოებრივი პროექტები.

პრემია “ევროპას“ გადაცემა

ეს პრემია გადაეცემა ქართველი სტუდენტების მიერ შემუშავებულ საუკეთესო ევროპულ პროექტს. პრემიით განსაზღვრული თანხა ავტორებს პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს. პროექტი, რომელიც კოლექტიური სარგებლობისა იქნება, შეიძლება მოიცავდეს კულტურულ, სოციალურ, ჰუმანიტარულ, სამედიცინო სფეროებს. .