მოხსენებები

2014 წლის ივნისში ჩატარებული კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“, მიეძღვნა ევროპული ღირებულებების მნიშვნელობას უნივერსალური ფასეულობების ჩამოყალიბებაში და ამ ფონზე ეროვნული იდენტობის პრობლემატიკის განხილვას. დემოკრატიის და მოდერნიზაციის გზაზე მდგარ ისეთ სახელმწიფოში, როგორიცაა საქართველო, ქართული პოლიტიკური აზროვნების განვითარებისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების მოდერნიზაციისთვის, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. იმედი გვაქვს, რომ წარმოდგენილი მოხსენებების კრებული ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ საზოგადოების მხრიდან მკაფიო პოზიციის გამოკვეთას. თუმცა ჩვენ არ ვწყვეტთ მუშაობას. ჩვენი, როგორც კონფერენციის ორგანიზატორების მიზანია ასეთი კონფერენციის ჩატარება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქცეს ტრადიციად.

სწორედ ამიტომ 2016 წლის გაზაფხულზე კვლავ იგეგმება მე-2 საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენციის „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ ჩატარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ, უნივერსიტეტის პროფესორები და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები ჩვენი საზოგადოების ინტელექტულურ ნაწილს, მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ, რათა განვაგრძოთ მსჯელობები და დებატები ევროპული ღირებულებების შესახებ, რათა შეუჩერებელი აქტივობით, სამეცნიერო სტატიებით, კონფერენციებით, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ საქართველოსკენ, თვალსაჩინო გავხადოთ მისი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, კვლევებით დავადასტუროთ მისი მრავალსაუკუნოვანი ევროპული ორიენტაცია, გავაცნოთ მისი მდიდარი კულტურა.

იხილეთ კრებული PDF